ცნობილი მომღერალი, ნიკოლ შერზინგერი წითელ ხალიჩაზე "ტვიტერის" კაბით გამოჩნდა. კაბა ელექტრონული იყო და მთელი საღამოს განმავლობაში მიკრობლოგ "ტვიტერიდან" სინქრონულ რეჟიმში შეტყობინებებს იღებდა.
ეს უნიკალური კაბა 8 მეტრის სიგრძის ფრანგული შიფონისგან არის შეკერილი. კაბა 500-მდე "სვაროვსკის" თვლით და 2000-მდე ნათურითაა გაწყობილი. ნათურები სხვადასხვა ტექსტებს ”წერენ”, რომლებსაც "ტვიტერიდან" სპეციალურად კაბისთვის შექმნილ პროფილზე - #tweetthedress თაყვანისმცემლები აგზავნიდნენ.
უნიკალური კაბა ინტერაქტიულმა მოდურმა სააგენტომ Cute Circuit-მა შექმნა.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.