16 წლის პაკისტანელი გოგონა მშობლებმა ბიჭებთან საუბრის გამო მოკლეს

16 წლის პაკისტანელი გოგონა მშობლებმა ბიჭებთან საუბრის გამო მოკლეს

პაკისტანში მშობლებმა 16 წლის გოგონა ბიჭებთან საუბრის გამო მოკლეს. ინციდენტი ქაშმირის ტერიტორიაზე მოხდა. როგორც Reuters-ი იუწყება, მშობლებმა დაინახეს, როგორ ესაუბრებოდა გოგონა ბიჭებს სახლთან ახლოს და სასჯელის სახით სახეში მჟავა შეასხეს.

გოგონამ სახის კანის, კისრის, თავისა და ხელების მესამე ხარისხის დამწვრობა მიიღო და საავადმყოფოში გადაყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

ექიმის განცხადებით, ბავშვი საავადმყოფოში დედამ მიიყვანა, რომელიც აცხადებდა, რომ გოგონამ თავის მოკვლა სცადა. ბავშვის გარდაცვალების შემდეგ მშობლებმა დანაშაული აღიარეს.

ადამიანთა უფლებების დაცვის კომისიის ბოლო მონაცემებით, 2011 წელს 1000-მდე ქალი გახდა ე.წ "ღირსების დაცვის მიზნით მკვლელობის" მსხვერპლი. 2004 წელს ასეთი მკვლელობის პრაქტიკა კანონით აიკრძალა, თუმცა კანონი არაეფექტური აღმოჩნდა.

პაკისტანელ სამართალდამცავთა თქმით, ასეთი სახის მკვლელობები გამოუძიებელი რჩება.

ასევე იხილეთ: მამაკაცთან ცეკვის გამო პაკისტანელი ქალები სიკვდილით დასაჯეს

მომზადებულია Reuters-ის მხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა