ლედი გაგამ ფემინისტებს ჰიმნი მიუძღვნა

ლედი გაგამ ფემინისტებს ჰიმნი მიუძღვნა

ეპატაჟურმა მომღერალმა ლედი გაგამ ფემინისტებს ჰიმნი დაუწერა. სიმღერას G. U. Y (Girl Under You) ჰქვია. კომპოზიცია მომღერლის მესამე სტუდიურ ალბომ ARTPOP-ში შევა.

გაგამ ჟურნალ Stylist-თან ინტერვიუში აღიარა, რომ საკუთარ თავს ფემინისტად თვლის, მაგრამ მისი  კონცეფცია ცოტა განსხვავებულია: "მომწონს, ვემორჩილებოდე მამაკაცს, რომელიც ჩემთვის ავირჩიე. ამის შესახებაა ჩემი ახალი სიმღერა G. U. Y ან Girl Under You", - ამბობს მომღერალი.

სიმღერის პროდუსერი მუსიკოსი Zedd-ია. ახლახან გაგამაც მიიღო მონაწილეობა მუსიკოსის ერთ-ერთი სიმღერის ჩაწერაში.

ლედი გაგას თქმით, მისი ალბომი  ARTPOP-ი, შესაძლოა, ორ ნაწილად გამოვიდეს - ერთ დისკზე პოპ მუსიკა იქნება ჩაწერილი, ხოლო მეორეზე - ექსპერიმენტალური.

მომზადებულია newsme.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება