ლორინმა ქართულ რესტორანში 40 000 დოლარად იმღერა

ლორინმა ქართულ რესტორანში 40 000 დოლარად იმღერა

ახლახან, "ევროვიზია 2012"-ის გამარჯვებული შვედი მომღერალი ლორინი რუსეთს ეწვია. მისი ვიზიტი მიუხედავად პირადი ხასიათისა, განხილვის საგანი გახდა. მომღერლის კონცერტი ქალაქის რომელიმე პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზში კი არა, ქართული რესტორნის გახსნაზე გაიმართა.

ევროპული დონის ვარსკვლავისთვის შენობის სცენა, მისი ხმა და განათება განკუთვნილი ნამდვილად არ იყო. ვარსკვლავის ჰონორარმა, რომელმაც ხუთი სიმღერა შეასრულა, 40 000 დოლარი შეადგინა.

მაროკოული წარმოშობის შვედი მომღერლის მოსასმენად ძირითადად დაწესებულების მფლობელების ნაცნობები და მეგობრები მივიდნენ. გამოსვლის დროს ლორინი გამუდმებით ჩიოდა: მომღერალი ცუდმა განათებამ შეაწუხა, რომელიც მას თვალს ჭრიდა და მაყურებლის დანახვაში ხელს უშლიდა. გამოსვლის დროს კი დაიჩივლა, რომ ასეთ სცენაზე მისთვის ქუსლებით გამოსვლა არაკომფორტულია. მან ფეხსაცმელები გაიხადა, რომ ჰიტ "ეიფორიიდან" მისი ცნობილი "იოგა-დენსი" შეესრულებინა. ამ სიმღერამ შვედ მომღერალს "ევროვიზიაზე" გამარჯვება მოუტანა.

მომზადებულია lifeshowbiz.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება