აზერბაიჯანის მთავრობამ არასანქცირებული მიტინგებისთვის ჯარიმები გაზარდა

აზერბაიჯანის მთავრობამ არასანქცირებული მიტინგებისთვის ჯარიმები გაზარდა

აზერბაიჯანის პარლამენტმა "შეკრების თავისუფლების" კანონში, სისხლის სამართლის კოდექსსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შეიტანა, რომლებიც არასანქცირებული აქციებისთვის დაწესებულ ჯარიმებს ზრდის.

ახალი წესების თანახმად, აკრძალული აქციების დროს ჯარიმა ხუთიდან რვა ათასი მანათის ოდენობით განისაზღვრა. ადრე მსგავსი დარღვევებისთვის ჯარიმა 300 მანათს შეადგენდა. ახალი ჯარიმები იმ აქციის მონაწილეებისთვისაცაა განკუთვნილი, რომლებიც მიტინგზე იარაღით ან ასაფეთქებელი მოწყობილობებით მივლენ. გარდა ამისა, ცვლილებებით განხვავებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ფიზიკურ, იურიდიულ და საჯარო პირებს.

მომზადებულია newsme.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა