ჯასტინ ბიბერს კინოში გადაიღებენ

ჯასტინ ბიბერს კინოში გადაიღებენ

ცნობილი კანადელი მომღერალი, ჯასტინ ბიბერი ჰოლივუდში გადანაცვლებას გეგმავს. თინეიჯერი ვარსკვლავი კინოკარიერაზე ზრუნვას მისი საკონცერტო ტურნეს დასრულებისთანავე აპირებს. ამ დროისთვის ის მისაღებ და საინტერესო სცენარს არჩევს. 18 წლის ჯასტინი ბოევიკის ჟანრის ფილმში თამაშზე ოცნებობს. თუმცა სიამოვნებით ითამაშებდა კომედიაშიც.

"უკვე მივიღე რამდენიმე წინაადება, რომელსაც ტურნეს დასრულებისთანავე გადავხედავ. არ ვაპირებ მუსიკაზე უარის თქმას. ძალიან მინდა, სტივ ვანდერთან ერთად ვიმღერო. მაგრამ მე აუცილებლად ვითამაშებ ფილმებშიც. უკვე ვაწარმოებ მოლაპარაკებებს მარკ უოლბერგთან ჩემი პირველი კინოროლის შესახებ", - განუცხადა ჯასტინ ბიბერმა Showbiz Spy-ს.

მომზადებულია Showbiz Spy-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება