კარდაშიანები Cosmopolitan-ის გარეკანზე

კარდაშიანები Cosmopolitan-ის გარეკანზე

სომხური წარმოშობის ტელეწამყვანი კიმ კარდაშიანი დებთან ერთად ჟურნალ Cosmopolitan-ის ბრიტანული გამოცემის დეკემბრის ნომრისთვის პოზირებს. ფოტოსესიაზე კიმთან ერთად ხლოი (ბიზნესლედი და ტელევარსკვლავი) და კორტნი (მსახიობი) გადაიღეს.

კარდაშიანებს ხშირად აკრიტიკებენ წონისა და სიმაღლის გამო. განსაკუთრებულად კი კიმს, რომელიც დებისგან განსხვავებით, თვალშისაცემი ზომის მკერდითა და საჯდომით გამოირჩევა. თუმცა, კიმი ხშირად სტუმრობს სპორტდარბაზებს და ზედმეტ წონას ებრძვის. კარდაშიანებს შორის წონის პრობლემა ყველაზე მეტად ხლოის აქვს და ხშირად ამის გამო მას კრიტიკის ქარცეცხლშიც ახვევენ.

კიმ კარდაშიანი"ადვილი არაა სხეული სუპერმოდელის სტანდარტებს დაუქვემდებარო. როგორც ყველა გოგონას, ჩემი წონაც ცვალებადია. ზოგჯერ კრიტიკა დაუნდობელია და ვცდილობ ყურადღება არ მივაქციო. მთავარია, ჯანმრთელი ვარ და ვმუშაობ. გამხდარი სხეული არ მომეწონებოდა. პატივს ვცემ საკუთარ წონასა და ფიგურას. ასეთი დავიბადე", - ამბობს ხლოი ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში.

კიმის განმარტებით კი თავდაჯერებულობას მას საყვარელი მომღერალი კენი ვესტი მატებს. კიმი აცხადებს, რომ საყვარელი მამაკაცისგან მიღებული კომპლიმენტები ყველაფერზე მნიშვნელოვანია.

მომზადებულია Cosmopolitan-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება