ჩენინგ ტატუმი შესაძლოა პლანეტის ყველაზე სექსუალური მამაკაცი გახდეს

ჩენინგ ტატუმი შესაძლოა პლანეტის ყველაზე სექსუალური მამაკაცი გახდეს

მსახიობი ჩენინგ ტატუმი შესაძლოა, პლანეტის ყველაზე სექსუალური მამაკაცის ტიტულის მფლობელი გახდეს. გავრცელებული ინფორმაციით, გავლენიანი გამოცემა People-ი სწორედ მას დაასახელებს სექს-სიმბოლოდ.

ჩენინგი, რომელმაც სტივენ სპილბერგის ახალ ფილმში "სუპერ მაიკი", სტრიპტიზორის როლი შეასრულა, ამ საპატიო წოდებას პლანეტის ექს-სექს სიმბოლოებისგან, ბრედლი კუპერისა და რაიან რეინოლდსისგან მიიღებს.

ჟურნალი People-ის გამოკითხვის შედეგები ახალ სექს-სიმბოლოსთან დაკავშირებით მომავალ კვირას, 14 ნოემბერს გახდება ცნობილი, თუმცა ტატუმის თაყვანისმცემლები დარწმუნებულები არიან, რომ სწორედ მათი კერპი გახდება ტიტულის მფლობელი და პლანეტის ყველაზე სექსუალური მამაკაცი.

"რაც არ უნდა იყოს, ვინც არ უნდა გახდეს People-ის მიხედვით დედამიწის ყველაზე სექსუალური მამაკაცი, ამას საზოგადოება მხოლოდ ჟურნალის გამოსვლის შემდეგ შეიტყობს" - აცხადებენ People-ის წარმომადგენლები.

ჩენინგ ტატუმი შესაძლოა პლანეტის ყველაზე სექსუალური მამაკაცი გახდეს

მომზადებულია celebrity-gossip-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება