სარა ჯესიკა პარკერი მოდური და მზრუნველი დედაა

სარა ჯესიკა პარკერი მოდური და მზრუნველი დედაა

სარა ჯესიკა პარკერი ჩაცმის დიდი სიყვარულით არის ცნობილი. ეს ერთადერთია, რაც მას და მის ეკრანულ გმირს, ქერი ბრედშოუს აერთიანებთ, თუმცა ბავშვებისადმი დამოკიდებულება მათ შორის მთავარი განსხვავებაა.

სარას, მისი გმირისგან განსხვავებით, სამი შვილი ჰყავს და მთელ დროს მათზე ზრუნვას უთმობს, თუმცა ამასთან, მოდაც არ ავიწყდება.

ორი დღის წინ ცნობილი მსახიობი პაპარაცებმა ნიუ-იორკში გადაიღეს. ვარსკვლავს ყავისფერი ქუდი ეხურა, ვარდისფერი სვიტერი, ნაცრისფერი შარვალი და ფეხსაცმელი ეცვა, ხოლო ნიუ-იორკისთვის დამახასიათებელი ქარისგან მოდური სათვალე იცავდა.

მზრუნველმა დედამ უფროსი ვაჟი, ჯეიმსი სკოლამდე მიაცილა, შემდეგ კი პატარა ტყუპ გოგონებს, მერიონსა და ტაბიტას მიხედა.

როგორც ჩანს, სარა ჯესიკა პარკერმა თავის ბოლო ეკრანული გმირის, ქეით რედის იმიჯი აირჩია. ფილმში "არ ვიცი, ის ამას როგორ აკეთებს", სარამ "ყოვლისშემძლე" დედისა და მეუღლის როლი შეასრულა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება