ქარიშხალმა "სენდიმ" Louis Vuitton-ის დირექტორის სახლი დაანგრია

ქარიშხალმა "სენდიმ" Louis Vuitton-ის დირექტორის სახლი დაანგრია

ფრანგული მოდის სახლის Louis Vuitton-ის კრეატიული დირექტორი, მარკ ჯეიკობსი სახლის გარეშე დარჩა. ქარიშხალმა "სენდიმ" დიზაინერის მანჰეტენზე მდებარე აპარტამენტები ნანგრევებად აქცია.

ამერიკელი დიზაინერის სახლი ქარიშხლის მოქმედების ეპიცენტრში აღმოჩნდა. ჯეიკობსის ბინა, რომელიც ვესტ-ვილიჯში, კუნძულ მანჰეტენზე მდებარეობდა, სტიქიამ მთლიანად იმსხვერპლა.

როგორც საიტი TMZ.com-ი იუწყება, დიზაინერს იმის დროც არ ჰქონდა, რომ შინ დაბრუნებულიყო და რამე მაინც გადაერჩინა.

ქარიშხალი "სენდი", რომელიც ადრე კარიბის ზღვის ქვეყნებში მძვინვარებდა, ნიუ-იორკს თავს 30 ნოემბრის ღამეს დაატყდა. ყველაზე მეტი დაზიანება სტიქიამ ნიუ-ჯერსისა და ნიუ-იორკს მოუტანა. ბოლო მონაცემებით, ქარიშხალს 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მომზადებულია TMZ.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება