Globe - ელისაბედ მეორე ავადაა, კამილა პარკერი კი ტახტისთვის იბრძვის

Globe - ელისაბედ მეორე ავადაა, კამილა პარკერი კი ტახტისთვის იბრძვის

ამერიკულმა ყოველკვირეულმა გამოცემა Globe-მა დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის შესახებ მორიგი სკანდალური მასალა გამოაქვეყნა.

ჟურნალი წერს, რომ 86 წლის დედოფალი ძლიერ ავადაა, ხოლო პრინცი ჩარლზის მეუღლე კამილა პარკერი ინტრიგებს ხლართავს, რათა სამეფო ტახტს პრინცი უილიამი და მისი მეუღლე, ქეით მიდლტონი ჩამოაშოროს.

თუმცა ელისაბედ მეორის დღის განრიგი ტაბლოიდის ცნობებს აქარწყლებს. რამდენიმე დღის წინ ელისაბედმა ედინბურგის ჰერცოგთან ერთად ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ინდონეზიის პრეზიდენტი, სულილო იუჰოიონოი და მისი მეუღლე ბუკინგემის სასახლეში მიიღო, წინა დღეს კი ლონდონის ერთ-ერთ ტაძარში ფერადი ვიტრაჟის გახსნას დაესწრო.

როგორც Daily Mail-ი წერს, ბრიტანეთის დედოფლის ქცევა და ცხოვრების განრიგი მომაკვდავი ადამიანისას ნამდვილად არ ჰგავს.

ჟურნალ Globe-ს საკუთარი ტირაჟის გაზრდა ბრიტანეთის სამეფო ოჯახთან დაკავშირებული სკანდალების ხარჯზე ადრეც უცდია, თუმცა ბრიტანელები ფიქრობენ, ტაბლოიდმა ამჯერად ყველა ზღვარი დაარღვია.

მომზადებულია Globe-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა