ელენე კალანდაძე და ნოდარიკო ხუციშვილი ერთმანეთს დაშორდნენ

ელენე კალანდაძე და ნოდარიკო ხუციშვილი ერთმანეთს დაშორდნენ

ცოტა ხნის წინ ქალაქში მორიგი ჭორი გავრცელდა. გიო ხუციშვილის უფროსი ვაჟი ნოდარიკო ხუციშვილი და ელენე კალანდაძე ერთმანეთს დაშორდნენო. არადა, წყვილს ქორწილი ივნისში ჰქონდა, მანამდე კი რამდენიმე წელი შეყვარებულები იყვნენ. სიმართლის დასადგენად ნოდარიკო ხუციშვილს დავურეკე. თავიდან ნოდარმა ყველაფერი უარყო, მითხრა, ეს სისულელეა, მე და ელენე ერთად ვართ და დაშორებაზე არც გვიფიქრიაო.

თავად ელენე კალანდაძე თბილისში არ არის და მას ამბები "ფეისბუქზე" გამოვკითხე.

- ელენე, გავიგე, რომ შენ და ნოდარიკო ერთად აღარ ხართ, მართალია ეს ამბავი?

- ასეც ხდება ხოლმე. არა უშავს.

- თქვენ ხომ დიდი ხანი არაა, რაც დაოჯახდით, ლამაზი ქორწილიც გქონდათ, გული დამწყდა, თქვენი დაშორების ამბავი რომ გავიგე...

- რას ვიზამთ... ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით.

ნოდარიკო ხუციშვილი და ელენე კალანდაძე - წარმომიდგენია, როგორ ცუდად იქნები...

- სხვათა შორის, ძალიან კარგად ვარ, მყარად ვდგავარ ფეხზე.

- კარგია, რომ კარგად ხარ. შენ ადგილას ბევრი დე­პრესიაში ჩავარდებოდა...

- არანაირი დეპრესია. ცხოვრებაში ბევრი ლამაზი და სასიამოვნო წუთი მელოდება.

- თუ არის ადამიანი, ვინც ამ მძიმე წუთებში გვერდით გიდგას?

- რა თქმა უნდა - მამაჩემი, ჩემი ძმა, ჩემი მეგობრები, ოჯახი...

- ელენე, "ფეისბუქზე" ნოდარიკოს ქორწილის ფოტოები ისევ უდევს, შენ - არა. ე.ი. დაშორების ინიციატორი შენ იყავი?

- დაე, ასე იყოს. ამ თემაზე საუბარი აღარ მსურს.

ელენე კალანდაძე ელენესთან საუბრის შემდეგ კვლავ ნოდარიკოს დავურეკე. ნოდარიკომ რომ გაიგო, ელენემ დაადასტურა მათი დაშორების ამბავი, გაბრაზდა და მითხრა, გაუგებრობა მომივიდა და ამ თემაზე საჯაროდ ლაპარაკს არ ვაპირებო.

ამ წყვილის დაშორებამ გული მართლა დამწყვიტა. ისინი ხომ ჯერ კიდევ ივნისში ძალიან ბედნიერები იყვნენ, თუმცა შეიძლება, საბოლოოდ ყველაფერი კარგად დამთავრდეს და ელენე და ნოდარიკო შერიგდნენ კიდეც.

თუმცა ფაქტია, რომ ელენე მართლაც კარგ ხასიათზეა, რადგან რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ვინმე ბენე ცინაძესთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. თუმცა ვინ არის ბენე, რომელიც მის ბევრ ფოტოში ფიგურირებს, უცნობი რჩება.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება