სოსო პავლიაშვილი ქალიშვილმა ეპილეფსიისგან განკურნა

სოსო პავლიაშვილი ქალიშვილმა ეპილეფსიისგან განკურნა

რუსეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა სოსო პავლიაშვილმა რუს ჟურნალისტს საინტერესო ფაქტი გაუმხილა, რომლის შესახებაც აქამდე არსად და არასდროს ულაპარაკია.

როგორც სოსომ აღნიშნა, მის ცხოვრებაში ყოფილა ერთი საშინელი ავარია. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დამნაშავე მთვრალი იყო. დამნაშავეს არაფერი დაზიანებია, აი, ქართველი მომღერალი კი სერიოზულად დაზარალდა. მომღერალს სახე დაემტვრა და როგორც აღმოჩნდა, ფეხზე გადაუტანია ტვინის შერყევა. ექიმებმა საკმაოდ გვიან გამოავლინეს მისი ტრავმა.

სოსო პავლიაშვილიავარიიდან რამდენიმე კვირის შემდეგ მომღერალს გართულებები დაეწყო - ეპილეფსიის პირველი შეტევა დაემართა, რომელსაც ექიმებმა პოსტტრავმული უწოდეს. პავლიაშვილი ამბობს, რომ რაც ყველაზე საშინელებაა, შეტევები კოლეგების თვალწინ ემართებოდა, ასევე თვითმფრინავში ან მატარებელში. თითოეული ინციდენტის შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში უწევდა ძალების აღდგენა.

სოსოს ტანჯვა მანამდე გრძელდებოდა, სანამ მისმა მეორე ცოლმა პირველი ქალიშვილი არ გაუჩინა. მას მერე, რაც მისი ლიზა გაჩნდა, სოსოს არც ერთხელ აღარ დამართვია შეტევა. მომღერალი თავის შვილებს (პირველი ცოლისგან ერთი ბიჭი ჰყავს, მეორე ცოლთან კი - ორი გოგონა) სამართლიანად მიიჩნევს ანგელოზებად, რომლებიც ცხოვრებას ულამაზებენ და როგორც აღმოჩნდა, მართლაც მფარველობენ.

DJ ბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ასევე იხილეთ: სოსო პავლიაშვილს სექსუალური მეუღლე სცენაზე ცეკვით ამხნევებს

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება