აზია კარერა ყველაზე - ჭკვიანი პორნოვარსკვლავი

აზია კარერა ყველაზე - ჭკვიანი პორნოვარსკვლავი

ცოტა ხნის წინ ჰოლივუდის ვარსკვლავების ინტელექტუალური მონაცემები გამოქვეყნდა. ყველაზე მოულოდნელი ის იყო, რომ ჭკვიან ვარსკვლავთა შორის აღმოჩნდა პორნოვარსკვლავი აზია კარერა, რომლის IQ 156-ს უტოლდება.

39 წლის აზია კარერა ამერიკელი პორნომსახიობია. თავისი ფსევდონიმი ორი ნაწილისგან შეადგინა: აზია - იმის გამო, რომ აზიელია, კარერა კი - მსახიობ ტია კარერას პატივსაცემად.

აზიას მამა იაპონელი იყო, რომელიც ნიუ-იორკში საცხოვრებლად მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე გადავიდა, დედა კი - გერმანელი. ბავშვობაში ძალიან ჭკვიანი გოგონა იყო და სკოლაში საუკეთესო მოსწავლეც გახლდათ. 16 წლისა გაცვლითი პროგრამით მოხვდა ერთ-ერთ იაპონურ სკოლაში, სადაც ინგლისურს ასწავლიდა ბავშვებს. ასევე ჰქონდა მუსიკალური ნიჭი და უკვე 13 წლის ასაკში ნიუ-იორკის კარნეგი ჰოლში საფორტეპიანო კონცერტებს ატარებდა. ვერავინ იფიქრებდა, რომ ეს წარმატებული გოგონა ამგვარად გააგრძელებდა ცხოვრებას.

მშობლების მეტისმეტი სიმკაცრე არ აძლევდა გოგონას საშუალებას, ყოფილიყო ისეთი თავისუფალი, როგორიც თავად სურდა. ამიტომაც 17 წლისა სახლიდან გაიქცა, თუმცა მერე უკან დაბრუნდა. მშობლებმა მისი განათლება გააგრძელეს და კოლეჯში მიაბარეს. საღამოობით, ლექციების შემდეგ, აზიამ სტრიპტიზის ცეკვა დაიწყო გასართობად და ცოტა ფულის საშოვნელად. მალე ამ საქმიანობამ ისე გაიტაცა, შიშვლად ფოტოების გადაღებაც გაბედა.

მისი ერთ-ერთი შიშველი ფოტო აღმოჩნდა პორნოფილმების პროდიუსერ ბად ლის ხელში, რომელმაც ის სინჯებზე მიიწვია. სწორედ მის ფილმში ითამაშა პირველად 1994 წელს, ერთ წელიწადში კი უკვე პორნოვარსკვლავებისთვის სანატრელი კინოპრემიაც დაიმსახურა. მოგვიანებით აზია ცოლადაც გაჰყვა პროდიუსერ ბად ლის.

მალე მთლიანად ჩაეფლო პორნოინდუსტრიაში და 250-ზე მეტ ფილმში ითამაშა. გარკვეული პოპულარობის მოხვეჭის შემდეგ გადაწყვიტა, უარი ეთქვა პორნოფილმებზე და პროდიუსერობა და რეჟისორობა ეცადა. 1998 წელს ძმებ კოენებთანაც ითამაშა ფილმში "დიდი ლებოვსკი", პორნომსახიობის როლში, მაგრამ შემდგომში ტიტრებში არ მოიხსენიეს.

დღესდღეობით მარტოა, ქმარს გაეყარა. თავისუფალ დროს პროგრამირებას და ვებ-დიზაინს სწავლობს, თავისი საიტიც აქვს. მოთხრობებსა და სცენარებს წერს, ფორტეპიანოზე უკრავს და კვანტურ ფიზიკასაც ეუფლება.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება