ყველაზე ქველმოქმედი ცნობილები

ყველაზე ქველმოქმედი ცნობილები

ცოტა ხნის წინ მომღერალმა კრისტინა აგილერამ სოლიდური სამთავრობო ჯილდო მიიღო. სადღესასწაულო გარემოში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა მომღერალს ჯორჯ მაკგოვერნის სახელობის პრემია გადასცა - ამერიკელი სენატორის, რომელიც აქტიურად ებრძოდა შიმშილს "მესამე" სამყაროს ქვეყნებში.

კრისტინას დახმარებით 115 მლნ დოლარზე მეტი შეგროვდა, რომლითაც პროდუქტები იყიდეს რამდენიმე ღარიბი ქვეყნის მოშიმშილე ბავშვებისთვის. "ვამაყობ, რომ ჩემი ხმა ეხმარება ადამიანებს და მათთვის სიკეთე მოაქვს", - დაწერა აგილერამ "ტვიტერში" თავის გვერდზე.

სინამდვილეში, ბევრი ცნობილი ადამიანია ძალიან გულისხმიერი და თანაგრძნობით სავსე. საკმარისია უბედურება მოხდეს, რომ ისინი მაშინვე მზად არიან დასახმარებლად.

ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ქველმოქმედია სუპერმოდელი ნატალია ვოდიანოვა.

პროვინციელმა გოგონამ, თანამედროვე კონკიამ, როგორც მას ხშირად უწოდებენ, საფრანგეთსა და იტალიაში ნაშოვნი ფული და მოპოვებული გავლენა სხვათა დასახმარებლად მიმართა. ნატალია ხშირად ატარებს საქველმოქმედო აქციებს, მეჯლისებსა და წვეულებებს ბავშვების, სტიქიით დაზარალებულებისა თუ სხვა სახის გაჭირვებულებისთვის. ნატალია სხვა ცნობილ ადამიანებსაც მოუწოდებს, "გაიღონ მოწყალება", თავადაც სწირავს თავის ძვირფასეულობას და ცოტა ხნის წინ თავისი ოქროსფერი ავტომანქანა "პორშეც" კი გაიმეტა.

მსოფლიო შოუბიზნე­სში ერთ-ერთ ყველაზე ქველმოქმედ ადამიანებად მიიჩნევიან ჯონი დეპი და ანჯელინა ჯოლი, რომლებსაც არაერთი თამამი და გულუხვი ნაბიჯი გადაუდგამთ ამის დემონსტრირებისთვის. თუმცა რეკორდსმენი მაიკლ ჯეკსონია - ის ერთდროულად აფინანსებდა ბავშვთა 39 ორგანიზაციას და ამის გამო გინესის რეკორდების წიგნშიც იყო შეყვანილი. მხოლოდ ბოსნიის ომის მსხვერპლ ბავშვებს პოპის მეფედ წოდებულმა მომღერალმა 300 მლნ დოლარი გადასცა.

2011 წლის საუკეთესო ქველმოქმედად ლედი გაგა აღიარეს. ფუკუსიმას ტრაგედიას ლედი გაგა ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა, იაპონიაში გაემგზავრა და იქ მოაწყო საქველმოქმედო კონცერტი.

მეორე ადგილზე არიან ჯასტინ ბიბერი და მისი მეგობარი გოგონა - მომღერალი და მსახიობი სელენა გომესი. შეყვარებულები არაერთხელ გამოსულან ავადმყოფი ბავშვების წინაშე - ვაშინგტონსა და ლას-ვეგასში. გარდა ამისა, ჯასტინმა ბავშვებისთვის 100 ათასი დოლარი გაიღო თავისი პირადი სახსრებიდან.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება