გაზეთმა კაჩინსკის თვითმფრინავზე დაწერილი სტატიის გამო თანამშრომლები გაათავისუფლა

გაზეთმა კაჩინსკის თვითმფრინავზე დაწერილი სტატიის გამო თანამშრომლები გაათავისუფლა

პოლონური გამოცემა Rzeczpospolita-ს ხელმძღვანელობამ პრეზიდენტის თვითმფრინავში ასაფეთქებელი ნივთიერების კვალის აღმოჩენის შესახებ გამოქვეყნებული სტატიის გამო რამდენიმე თანამშრომელი გაათავისუფლა.

გაზეთის ხელმძღვანელობამ სამი წამყვანი რედაქტორი: გამოცემის მთავარი რედაქტორის მოადგილე და ნაციონალური ახალი ამბების განყოფილების ორი ხელმძღვანელი გაუშვა. გარდა ამისა, გაათავისუფლეს სტატიის ავტორი - ცეზარი გმიზიც.

გაზეთის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სტატიის დაწერაში მონაწილე ჟურნალისტებს არ ჰქონდათ საფუძველი ევარაუდათ, რომ თვითმფრინავის ნანგრევებში ასაფეთქებელი ნივთიერების კვალი იყო აღმოჩენილი. "ჩვენ ვთვლით, რომ სტატია არაკორექტულად დაწერილი და დოკუმენტურად დაუდასტურებელი იყო",- ნათქვამია განცხადებაში.

2 ნოემბერს გაზეთის მთავარი რედაქტორი ტომაშ ვრუბლევსკი სამსახურიდან წავიდა.

სტატია, რომელმაც გაზეთის თანამშრომელთა გათავისუფლება გამოიწვია, გაზეთმა 30 ოქტომბერს გამოაქვეყნა. მასში ნათქვამი იყო, რომ პოლონელმა ექსპერტებმა კაჩინსკის თვითმფრინავის ნარჩენების შესწავლისას მასში ტროტილის და ნიტროგლიცერინის კვალი აღმოაჩინეს. ასაფეთქებლის აღმოჩენის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია პოლონეთის პროკურატურამ იმავე დღეს ოფიციალურად უარყო. მალევე თავად გამოცემამ აღიარა, რომ შეცდომა მოხდა.

თვითმფრინავი ტუ-154, რომელშიც პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და სხვა მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ, სმოლენსკში 2010 წლის 10 აპრილს ჩამოვარდა. თვითმფრინავში მყოფი 96-ვე ადამიანი დაიღუპა.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა