მოსამსახურე, რომელმაც ჯენიფერ ლოპესი ავტოგრაფისთვის შეაწუხა, სამსახურიდან დაითხოვეს

მოსამსახურე, რომელმაც ჯენიფერ ლოპესი ავტოგრაფისთვის შეაწუხა, სამსახურიდან დაითხოვეს

მომღერალი ჯენიფერ ლოპესი სკანდალში გაეხვია. როგორც მოსამსახურე ფრეი დოდაი ირწმუნება, ის სამსახურიდან მხოლოდ იმიტომ გაათავისუფლეს, რომ მსოფლიო ვარსკვლავს ავტოგრაფი სთხოვა.

ქალბატონი გერმანიაში მდებარე სასტუმრო "Melia Dusseldorf"-ში დამლაგებლად მუშაობდა. როდესაც გაიგო, რომ სასტუმროში ჯენიფერ ლოპესი იმყოფებოდა, გადაწყვიტა ავტოგრაფი ეთხოვა. განრისხებულმა მომღერალმა მოსამსახურე ნომრიდან 2 ასისტენტის დახმარებით გააგდო. მეორე დღეს კი სასტუმროს თანამშრომელთა სიიდან მისი გვარი ამოიღეს. ფრეის განუცხადეს, რომ მისი სამსახურიდან დათხოვნის მიზეზი მომღერალი ჯენიფერ ლოპესია, რომელმაც შეწუხების გამო ადმინისტრაციას უჩივლა.

მომღერლის გულშემატკივრები ამ ფაქტის გამო აღშფოთებულები არიან - ჯენიფერს "ტვიტერზე" ახსნა-განმარტებითი სტატუსის დაწერაც კი მოუხდა. ვარსკვლავი ყველას არწმუნებდა, რომ ამ გაუგებრობაში მას წვლილი არ მიუძღვის.

სასტუმროს ადმინისტრაციაში კი ინციდენტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მათ თანამშრომლებს სტუმრებისთვის სიმყუდროვის დარღვევა არ ეპატიებათ.

თუმცა ავტოგრაფის თხოვნაზე მეტი ამბიცია აღმოაჩნდა ჯენიფერ ლოპესის ეკრანულ გმირს. (ფილმი ”მოახლე მანჰეტენიდან” Maid In Manhattan). ჯენიფერი სასტუმროს მოსამსახურეს, მარტოხელა დედას, მარისა ვენტურას განასახიერებდა, რომელიც ამერიკული პოლიტიკური დინასტიის მდიდარ მემკვიდრეს გამოჰკრავს ხელს. 

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება