კრისტი ელის და პატრიკ სუეიზს ერთმანეთი უყვარდათ

კრისტი ელის და პატრიკ სუეიზს ერთმანეთი უყვარდათ

კრისტი ელის და მსახიობ პატრიკ სუეიზს ერთ დროს ერთმანეთი უყვარდათ. როგორც 61 წლის კრისტი აცხადებს, ეს ფილმ "ჩრდილოეთი და სამხრეთის" გადაღებებზე, 1985 წელს მოხდა.

კრისტიმ აღნიშნა, რომ  მათ შორის გაჩენილ გრძნობას მომავალი არ ჰქონდა, ვინაიდან ორივე დაქორწინებული იყო.

"ორივეს გვყავდა მეუღლე, ამიტომ რომანი არ გამოვიდა. მაგრამ ვფიქრობ, რომ მაინც ცუდად მოვიქეცი, ვინაიდან როდესაც გიყვარდება ცოლიანი მამაკაცი, საფრთხეს უქმნი როგორც შენს, ისე მის ქორწინებას. ეს ორმაგად ცუდია", - განაცხადა კრისტიმ.

მსახიობმა აღნიშნა, რომ მეგობრობს პატრიკის ქვრივთან, 34 წლის ლიზა ნიემიმთან, რომელმაც მას პატრიკის პანაშვიდზე სიტყვით გამოსვლაც კი სთხოვა. პატრიკ სუეიზი 2009 წელს გადაიცვალა.

კრისტი 25 წლის წინ ის ჯონ ტრავოლტაზეც იყო შეყვარებული, თუმცა ვერც მასთან მოახერხა რომანის გაბმა, ვინაიდან იმ დროს პარკერ სტევენსონზე იყო დაქორწინებული.

"ჯონი ჩემი ცხოვრების უდიდესი სიყვარული იყო", - განაცხადა კრისტიმ.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება