კამერონ დიასს 75 წლის მამაკაცი მოსწონს

კამერონ დიასს 75 წლის მამაკაცი მოსწონს

ცნობილი მსახიობი, კამერონ დიასი ჟურნალ ELLE-ს ახალი ნომრის გარეკანზე მოხვდა. ვარსკვლავმა გამოცემას ინტერვიუ მისცა და ფოტოგრაფებისთვისაც იპოზიორა.

ინტერვიუს დროს კითხვებზე კამერონი იუმორით პასუხობდა. კითხვაზე, როგორ ახერხებს წონაში დაკლებას, კამერონმა განაცხადა, რომ კალორიების წვის საუკეთესო საშუალება სექსი და ცეკვაა.

"უნდა იცეკვოთ და გქონდეთ სექსი ერთსა და იმავე დღეს და ეს ყველაზე მეტი კალორიის დაწვაში დაგეხმარებათ", - განაცხადა კამერონმა.

მსახიობი ქორწინების თემასაც შეეხო. "სიმართლე რომ ვთქვა, გათხოვებაზე არასდროს მიფიქრია სერიოზულად. გათხოვება არც 20 წლის ასაკში მინდოდა, არც 30 წლის ასაკში და არც ახლა მსურს. არც იმის აუცილებლობას ვგრძნობ, რომ შვილი გავაჩინო", - აღნიშნა დიასმა.

მსახიობი გამოტყდა, რომ მისი კოლეგა და მსახიობი, 75 წლის ტომ კორტნი, გადასაღებ მოედანზე ძალიან მოეწონა. "მინდა მაგიური შელოცვა ვიცოდე, რომელიც ტომს 40 წლით გააახალგაზრდავებდა. ის არაჩვეულებრივი მამაკაცია!", - განაცხადა კამერონმა.

მომზადებულია ELLE-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება