მისის ტიმბერლეიკი - ჯესიკა ბილმა გვარი შეიცვალა

მისის ტიმბერლეიკი - ჯესიკა ბილმა გვარი შეიცვალა

30 წლის მსახიობი ჯესიკა ბილი, მსახიობისა და მომღერლის ჯასტინ ტიმბერლეიკის ახალმოყვანილი ცოლი, იმდენად ბედნიერია და ცვლილებებით ისეა გახარებული, რომ გვარიც შეიცვალა.

"დიახ, მე ჯასტინის გვარს ვიღებ. ძალიან მომწონს. ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე მაგარი გვარია, რომელიც კი ოდესმე გამიგია", - ამბობს ჯესიკა ტიმბერლეიკი და იმასაც დასძენს, რომ როგორც მსახიობი ჯერჯერობით კვლავ ძველი გვარით ითამაშებს, თუმცა ოფიციალურად ის უკვე ჯესიკა ტიმბერლეიკია.

"ძნელია შეხვდე ერთადერთს და არ გაუშვა შანსი ხელიდან. ჩემი სიყვარული ვიპოვე და მზად ვარ მთლიანად მივუძღვნა თავი ჯასტინს", - აღიარებს ჯესიკა.

ჯესიკასა და ჯასტინის საქორწილო ფოტოები გასულ უქმეებზე გამოაქვეყნა ჟურნალმა "პიპლმა", რომელსაც მათი გადაღებისა და დაბეჭდვის ექსკლუზიური უფლება ჰქონდა.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება