პორტუგალიაში მომიტინგეებს პოლიციაც შეუერთდა

 პორტუგალიაში მომიტინგეებს პოლიციაც შეუერთდა

პორტუგალიის დედაქალაქში 2 ათასამდე პოლიციელმა საპროტესტო აქცია გამართა. წესრიგის დამცველები გადასახადების გაზრდას აპროტესტებენ. მთავრობის მიერ დაწესებული ახალი გადასახადები და დასაბეგრი ქვოტა ყველაზე მაღალია ქვეყნის უახლესი ისტორიის განმავლობაში, რიგ შემთხვევაში იგი წლიურად ცალკეული ოჯახების 2 თვის შემოსავალს უტოლდება.

აღშფოთებული პოლიციელები ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, პედრო პასოს კოელიოს გადადგომას და მომავალი წლის ბიუჯეტში გადასახადების შემცირებას მოითხოვდნენ.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა