Victoria's Secret-ის გრანდიოზული შოუ

Victoria's Secret-ის გრანდიოზული შოუ

Victoria's Secret-მა საზოგადოებას გრანდიოზული შოუ შესთავაზა. საღამოს მთავარი გმირი მოდელი ალესანდრა ამბროსიო იყო. ალესანდრამ ახალი ბუსტჰალტერი Fantasy Bra წარადგინა, რომლის ღირებულება 2.5 მლნ დოლარია.

ბუსტჰალტერი ლონდონის საიუველირო კომპანია London Jewelers-მა შექმნა. საიუველირო ხელოვნების ძვირფასი ნიმუში 500-ზე მეტი ძვირფასი ქვითაა გაწყობილი - მათ შორის ბრილიანტით, საფირონით, ლალით, ამეთვისტოთი და ყვითელი და ვარდისფერი ოქროთი. ბუსტჰალტერი ალმასის ორი მოსახსნელი ქინძისთავი-ყვავილითაა შემკობილი. მას ულამაზესი ყვავილი ებმის, რომელიც 12,5 და 20-კარატიანი ალმასებითაა გაფორმებული.

პოდიუმზე Victoria's Secret-ის მოდელები - მირანდა კერი, ალესანდრა ამბროსიო და ადრიანა ლიმა ბრწყინავდნენ.

ადრიანამ ორი თვის წინ იმშობიარა. მართალია მშობიარობის შემდეგ მოდელი სპორტდარბაზში აქტიურად ვარჯიშობდა და დიეტასაც იცავდა, ტანადობის დაბრუნება მაინც ვერ შეძლო.

ადრიანა წონაში იყო მომატებული, ცელულიტი განსაკუთრებით გვერდებზე ეტყობოდა. ფოტოგრაფებმაც განაცხადეს, რომ Victoria's Secret-ის სხვა მოდელებთან შედარებით, ადრიანა ლიმას სხეული მოუვლელი ჩანდა.

ადრიანამ ჟურნალისტებთან საუბარში აღიარა, რომ მეორე შვილის გაჩენის შემდეგ წონაში დაკლებას უშედეგოდ ცდილობდა. ადრიანას თქმით, მას შოუში მონაწილეობა ისე ძალიან უნდოდა, მთელ დღეს სპორტდარბაზში ატარებდა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება