ათენის პოლიციამ გაფიცვის მონაწილეები ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაშალა

ათენის პოლიციამ გაფიცვის მონაწილეები ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაშალა

ათენში, სადაც 48-საათიანი გაფიცვის მეორე დღეს ქალაქის მთავარ მოედანზე 70 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა, პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. სპეცდანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც ქვებსა და თვითნაკეთ ყუმბარებს ისროდნენ მათი მისამართით.

შეტაკება საპარლამენტო კენჭისყრის პარალელურად მოხდა, რომელზეც პარლამენტის წევრები კენჭს უყრიდნენ მომჭირნეობის ახალ ზომებს. თუმცა, პარლამენტში მიმდინარე სესია მას შემდეგ შეწყდა, რაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად, შენობა დატოვეს. კანონპროექტი ითვალისწინებს გადასახადების ზრდას, საპენსიო ასაკის 67 წლამდე გადაწევას, სოციალური დახმარების, ხელფასებისა და პენსიების ხარჯების შემცირებას.

ასეთია წინასწარი ზომები, რომელსაც ევროკავშირი მოითხოვს საბერძნეთისთვის დახმარების მორიგი ტრანშის - 31,5 მილიარდი ევროს- მისაცემად, რის გარეშეც ქვეყანას დეფოლტი მოელის.

ორდღიანი მასშტაბური გაფიცვის გამო ათენსა და საბერძნეთის სხვა ქალაქებში ამჟამად არ მუშაობს სახელმწიფო დაწესებულებები, ბანკები, სკოლები, ტრანსპორტი.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა