არჩილ ჩოხელის ოჯახი ლაფანყურის ოპერაციის საქმეზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს

არჩილ ჩოხელის ოჯახი ლაფანყურის ოპერაციის საქმეზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს

ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპული არჩილ ჩოხელის ოჯახი საქმეზე გამოძიების დაწყებას და დამნაშავე პირების დასჯას მოითხოვს.

შესაბამისი მოთხოვნით არჩილ ჩოხელის დამ, ხათუნა ჩოხელმა მთავარ პროკურატურაში დღეს საჩივარი შეიტანა.

როგორც ხათუნა ჩოხელმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისი ძმა გაურკვეველ ვითარებაშია დაღუპული და არ გამორიცხავს, რომ მას პოლიტიკური სარჩული ედოს.

"მაქვს დიდი ეჭვი, რომ ეს იყო ხელისუფლების მიერ დადგმული და კარგად ორგანიზებული დანაშაული, რომელსაც საფუძვლად უდევს პოლიტიკური სარჩული. არჩილ ჩოხელი, როგორც სპორტსმენი, დამსახურებულად იღებდა ივანიშვილისგან ყოველთვიურად დახმარებას. როგორც ჩანს, ყოფილი ხელისუფლების წევრები ფიქრობდნენ, რომ არჩილს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება ჰქონდა", - აცხადებს ხათუნა ჩოხელი.

ამასთან, ის იმ მაღალჩინოსნების ვინაობასაც აკონკრეტებს რომელთა დასჯასაც მოითხოვს. ესენი არიან: საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია და შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე.

"ინტერპრესნიუსი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე