კრიშტიანო რონალდო დიზაინერი გახდა

კრიშტიანო რონალდო დიზაინერი გახდა

ცნობილი ფეხბურთელი, კრიშტიანო რონალდო რუსი საცოლის, მოდელ ირინა შეიკის კვალს გაჰყვა და დიზაინერი გახდა. სპორტსმენმა კომპანია Nike-ისთვის სპორტული ტანსაცმლის კოლექცია შექმნა. ინტერნეტში უკვე გავრცელდა კრიშტიანოს ფოტოები, რომელზეც ფეხბურთელი საკუთარი დიზაინით შექმნილ სამოსშია გამოწყობილი.

კოლექციას CR7 ქვია. მასში შემავალი ყველა სამოსი ციფრი 7-ითაა გაფორმებული - კრიშტიანო რონალდო სწორედ ამ ნომრით თამაშობს. ფეხბურთელის შექმნილი ტანსაცმლის ხაზი ორგანული ბამბისგან არის შექმნილი.

კოლექციაში ზურგჩანთები, ქურთუკები, შარვლები, მაისურები და ტყავის თასმებიანი კედები შევიდა. ისინი არა მხოლოდ სპორტული, არამედ ყოველდღიური ცხოვრებისთვისაც გამოსადეგია.

კრიშტიანოს შექმნილი კოლექცია მაღაზიებში 15 ნოემბრიდან გაიყიდება.

კრიშტიანუ რონალდო დიზაინერი გახდა

კრიშტიანუ რონალდო დიზაინერი გახდა

კრიშტიანუ რონალდო დიზაინერი გახდა

კრიშტიანუ რონალდო დიზაინერი გახდა

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება