ხავიერ ბარდემს ვარსკვლავი გაუხსნეს

ხავიერ ბარდემს ვარსკვლავი გაუხსნეს

ჰოლივუდის დიდების ხეივანს კიდევ ერთი ვარსკვლავი შეემატა. ამჯერად ეს პატივი ცნობილ მსახიობს, პენელოპა კრუზის მეუღლეს, ხავიერ ბარდემს ხვდა წილად.

ვარსკვლავის გახნის საზეიმო ცერემონიას მსახიობი მეუღლის გარეშე დაესწრო, პენელოპა ახლა რომში იმყოფება, სადაც მის ახალ ფილმს - "ორჯერ დაბადებულს" წარადგენს. თუმცა მეუღლის არყოფნას ხავიერ ბარდემი არ დაუმწუხრებია, მას ორი კოლეგა, ბერნის მარლო და ნაომი ჰარისი უმშვენებდნენ გვერდს.

სიტყვით გამოსვლისას ხავიერმა აღნიშნა, რომ ამ ვარსკვლავს საკუთარ ოჯახს და მეგობრებს უძღვნის. სიტყვით გამოვიდა "ჯეიმს ბონდი: ოპერაცია სქაიფოლის" რეჟისორი სემ მენდესიც, რომელმაც ხავიერს ”ჩვენი დროის მარლონ ბრანდო” უწოდა.

ჰოლივუდის დიდების ხეივანში ხავიერ ბარდემის სახელობის ვარსკვლავი პენელოპა კრუზის ვარსკვლავისგან სულ რამდენიმე მეტრითაა დაშორებული. პენელოპას ვარსკვლავი 2011 წელს გაიხსნა.

ბარდემი, რომელმაც უკვე 40 ფილმში ითამაშა, არაერთხელ გახდა კინემატოგრაფის უმაღლესი ჯილდოების მფლობელი. 2008 წელს მან "ოსკარი" და "ოქროს გლობუსი" მოიპოვა.

ამჯერად საპტიო ვარსკვლავი ცნობილ მსახიობს, პენელოპა კრუზის მეუღლეს, ხავიერ ბარდემს ერგო

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება