ნაომი კემპბელის ქმრის დაბადების დღეს დაპატიმრებები მოჰყვა

ნაომი კემპბელის ქმრის დაბადების დღეს დაპატიმრებები მოჰყვა

სუპერმოდელმა ნაომი კემპბელმა საყვარლის, რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ დორონინის ხმაურიანი დაბადების დღე ინდოეთის ქალაქ ჯოდპურში, სასახლე Umaid Bhawan-ში გამართა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, სუპერმოდელმა სასახლე "თავზე დაიმხო". ნაომის მხიარულებაში არც 200 სტუმარი და განსაკუთრებით, მოდელი კეიტ მოსი ჩამოუვარდნენ.

ადგილობრივები ნაომის სტუმრების ზღვარგადასული მხიარულებით ისე შეწუხდნენ, რომ პოლიცია გამოიძახეს. ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა ღონისძიების მენეჯერი დააპატიმრეს. ღონისძიების ორგანიზატორებს ფოიერვერკისა და ხმამაღალი მუსიკის ჩართვა საღამოს 10 საათამდე შეეძლოთ, მაგრამ მათ გაფრთხილება ყურად არ იღეს და გართობა შუაღამემდე გააგრძელეს.

კემპბელს ინციდენტთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

მომზადებულია zimbio.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება