ამერიკელი პოპ-ვარსკვლავები - 18 წლის ჯასტინ ბიბერი და 20 წლის სელენა გომესი რამდენიმეწლიანი რომანის შემდეგ ერთმანეთს ოფიციალურად დაშორდნენ.
"დაშორების ინიციატორი სელენა იყო, ეს ერთი კვირის წინ მოხდა. გომესს ბიბერის ერთგულებასთან დაკავშირებით ეჭვები გაუჩნდა", - განუცხადა ჟურნალ People-ს წყვილის მეგობარმა.
ბიბერი და გომესი ერთად ოფიციალურად 2011 წლიდან არიან. მანამდე თინეიჯერების საყვარელი ვარსკვლავები საიდუმლოდ ხვდებოდნენ.
კანადელი მომღერალი ჯასტინ ბიბერი მუსიკალურ სამყაროში ნამდვილ აღმოჩენად იქცა. მას უკვე გაყიდული აქვს საკუთარი ალბომების 15 მლნ ეგზემპლარი.
სელენა გომესმა სახელი გაითქვა Disney-ის პოპულარულ ტელეპროექტით - "ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან". მის პოპულარობას ხელი მუსიკალურმა სოლოკარიერამაც შეუწყო.
მომზადებულია People-ის მიხედვით.