ელტონ ჯონი მეორე შვილს ელოდება

ელტონ ჯონი მეორე შვილს ელოდება

მომღერალი ელტონ ჯონი და მისი მეუღლე დევიდ ფერნიში მშობლები მეორედ გახდებიან. მომღერალს ბავშვს იგივე სუროგატი დედა გაუჩენს, რომელმაც პირველი შვილი გაუჩინა. ამჟამად, ბედნიერი ოჯახი ბავშვის გაჩენას სულმოუთქმელად ელოდება.

2010 წელს ელტონ ჯონს და მის მეუღლეს ზაქარი შეეძინათ. მშობლების როლი ჰომოსექსუალ წყვილს იმდენად მოეწონა, რომ მეორე ბავშვის ყოლა გადაწყვიტეს. ბავშვი 2013 წელს დაიბადება.

"ელტონს და დევიდს ეს ქალი დასავით უყვართ და მთელი ცხოვრება მისი მადლიერნი იქნებიან. როდესაც ელტონმა გაიგო, რომ სუროგატი დედა ორსულადაა, ძალიან ბედნიერი იყო",- ყვება ვარსკვლავური ოჯახის მეგობარი. მისი თქმით, ელტონ ჯონმა ქალბატონი მომსახურეობისთვის გულუხვად დააჯილდოვა.

ელტონ ჯონი და კანადელი კინორეჟისორი დევიდ ფერნიში ოფიციალურად 2005 წელს დიდ ბრიტანეთში დაქორწინდნენ, მანამდე წყვილი ერთად 12 წელი ცხოვრობდა.

მომზადებულია Sun-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება