კეიტ მოსის ახალგაზრდობის ფოტოს აუქციონზე გაიტანენ

კეიტ მოსის ახალგაზრდობის ფოტოს აუქციონზე გაიტანენ

სუპერმოდელ კეიტ მოსის ახალგაზრდობის ფოტოს აუქციონზე გაიტანენ. ფოტო 1988 წელსაა გადაღებული და მასზე სუპერმოდელი 14 წლისაა. ეს ფოტო კეიტის სამოდელო კარიერის დასაწყისშია გადაღებული. 14 წლის კეიტი ფოტოგრაფ დევიდ როსისთვის პოზირებდა. შავ-თეთრი ფოტოს საწყისი ღირებულება 1 200 გირვანქა სტერლინგია.

"თინეიჯერ მოდელებთან ურთიერთობა რთულია, მაგრამ ეს კეიტს არ ეხება. ფოტოსესიაზე გოგონები ცდილობდნენ, ცნობილი მოდელებისთვის მიებაძათ და ფოტოკამერის წინ ვარსკვლავების მსგავსად ეპოზიორათ, მაგრამ კეიტი არავის ბაძავდა", - ამბობს დევიდი.

კეიტი 1988 წელს აეროპორტში სამოდელო სააგენტო Storm Model Management-ის დამფუძნებელმა სარა დუკასმა შენიშნა და ფოტოსესიაში მონაწილეობის მიღება შესთავაზა. მოსის კარიერული აღმასვლა მას შემდეგ იწყება. კეიტმა თითქმის ყველა მოდის ჟურნალის გარეკანი დაამშვენა, უთანამშრომლია ცნობილ ფოტოგრაფებთან. არაერთხელ ყოფილა მსოფლიოში პოპულარული ბრენდების სახე. ნაომი კემპბელთან, კლაუდია შიფერთან, ლეტიცია კასტასთან და სინდი კროუფორდთან ერთად, კეიტი ყოველთვის განიხილება, როგორც ყველაზე მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი მოდელი. კეიტ მოსი 168 სანტიმეტრი სიმაღლისაა. მისი პარამეტრებია 87-58-89.

მომზადებულია thenigeriandaily.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება