ვენეციაში წყალდიდობაა

ვენეციაში წყალდიდობაა

ვენეციაში გადაუღებელმა წვიმებმა წყალდიდობა გამოიწვია. წყალმა 1,5-მეტრიან ნიშნულს მიაღწია.

ტურისტები ქალაქში რეზინის ჩექმებით გადაადგილდებიან. წყლითაა დატბორილი მაღაზიები და ბარები. იგივე მდგომარეობაა ჩრდილოეთ და ცენტრალურ იტალიაში - ტოსკანას რეგიონში წყალდიდობის გამო 200 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

ქალაქის 70% უკვე წყლითაა დაფარული. ზღვის დონემ კი დასაშვებ ნორმას მეტრნახევრით გადააჭარბა. დაკეტილია სახელმწიფო უწყებები და სკოლები. ტურისტებს ქალაქის დატოვებას, ხოლო ადგილობრივებს შენობების ზედა სართულებზე გადანაცვლებას ურჩევენ.

თუმცა, წყალდიდობის მიუხედავად, ტურისტები გართობაზე უარს არ ამბობენ. ფოტოგრაფებმა რამდენიმე საინტერესო კადრი გადაიღეს - მაშინ, როცა ადგილობრივები დატბორილ ქუჩებში გადაადგილდებოდნენ, ტურისტების ჯგუფი კაფეში იჯდა და თითქმის ჩაძირულ მაგიდასთან "სადილობდა", ზოგიერთი ტურისტი კი წყალში ცურავდა. 

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა