20 შტატს აშშ-ის შემადგენლობიდან გამოსვლა უნდა

20 შტატს აშშ-ის შემადგენლობიდან გამოსვლა უნდა

აშშ-ში ბარაკ ობამას მეორე საპრეზიდენტო ვადით არჩევის შემდეგ, დაახლოებით 100 000-მა ადამიანმა საკუთარი შტატების აშშ-ის შემადგენლობიდან გამოსვლის შესახებ პეტიციას ხელი მოაწერა.

პეტიციებს ხელი 20 შტატის: ტეხასის, ნიუ-იორკის, ნიუ-ჯერსის, ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინის, ალაბამას, ჯორჯიას, ფლორიდის, ინდიანას, მიჩიგანის, ტენესის, ლუიზიანას, კენტუკის, არკანზასის, კოლორადოს, ჩრდილოეთ დაკოტას, ორეგონის, მისისიპის, მისურის და მონტანას მაცხოვრებლებმა მოაწერეს.

ხელმოწერების რაოდენობით ტეხასი ლიდერობს, პეტიციას ხელი 25 000-მა ადამიანმა მოაწერა, თეთრი სახლი ვალდებულია, პეტიციას ოფიციალური პასუხი გასცეს.

პეტიციები თეთრი სახლის საიტზე განყოფილებაში - "ჩვენ ხალხი ვართ" არის განთავსებული. აქ ნებისმიერ მსურველს შეუძლია საკუთარი მოთხოვნა დაწეროს. შტატის მაცხოვრებლები ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის გამო ჩივიან. პეტიციების უმეტესობა იმ შტატების მაცხოვრებლებს ეკუთვნის, რომელთაც ხმა ობამას მეტოქეს, რესპუბლიკელ მიტ რომნის მისცეს.

ბოლოს, რამდენიმე შტატი ქვეყნის შემადგენლობიდან 1860 და 1861 წელს, პრეზიდენტად აბრაამ ლინკოლნის არჩევის შემდეგ გამოვიდა, რასაც სამოქალაქო ომი მოჰყვა.

მომზადებულია focus.ua-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა