ლივ ტაილერი თავგადაკლული დედაა

ლივ ტაილერი თავგადაკლული დედაა

35 წლის მსახიობი ლივ ტაილერი ჰოლივუდში ერთადერთი დედაა, რომელმაც შვილის გამო რამდენიმე მნიშვნელოვან როლზე უარი თქვა.

მსახიობი არ სწყალობს პაპარაცებს და სკანდალებში არასდროს ეხვევა. ვარსკვლავი აქტიურადაა ჩართული შვილის, მილოს სასკოლო ცხოვრებაში - მონაწილეობს ყველა ღონისძიებაში, რომელიც მილოს სკოლაში ეწყობა. კლასში მილო ყოველთვის გამოირჩევა და ეს ლივის დამსახურებაა - შვილს მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

ლივ ტაილერიტაილერი აღარაა 20 წლის, თუმცა ასაკის მიუხედავად კვლავ შესანიშნავად გამოიყურება. მსახიობი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში უმაკიაჟოდ გასვლასაც არ ერიდება.

ლივ ტაილერი 2003 წელს ბრიტანელ მუსიკოსზე, როისტონ ლენგდონზე გათხოვდა. 2004 წელს კი შვილი მილო შეეძინა. 2008 წელს როისტონი და ლივი ერთმანეთს დაშორდნენ.

ჯგუფ Aerosmith-ის ვოკალისტ სტივენ ტაილერს ლივის გარდა, კიდევ ორი  ქალიშვილი - მია და ჩელსი ჰყავს. ისინი სამოდელო ბიზნესში წარმატებული ქალები არინ, მაგრამ როგორც ჰოლივუდში ამბობენ, ლივს განსაკუთრებული ეშხი აქვს.

ლივ ტაილერი

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება