მადონამ საქველმოქმედო სტრიპტიზი მოაწყო

მადონამ საქველმოქმედო სტრიპტიზი მოაწყო

მადონას ნებისმიერი მიზეზის გამოყენება შეუძლია სცენაზე გასახდელად. ამჯერად ვარსკვლავმა კონცერტზე საქველმოქმედო სტრიპტიზი მოაწყო. შემოსული თანხით პოპის დედოფალი ქარიშხალ "სენდის" შედეგად დაზარალებულ ხალხს ეხმარება.

"თუ ადამიანებს ჩემი საჯდომის ხილვა სურთ, მაშინ საფულე ფართოდ უნდა გახსნან", - აღნიშნა მადონამ.

მადონა უკვე დიდი ხანია საქველოქმედო კონცერტებს მართავს, თუმცა ხალხის დახმარების გამო სცენაზე გაშიშვლება, მადონას პრაქტიკაში პირველია.

"გუშინ როკევეი ბიჩზე ვიყავი ბავშვებთან ერთად. ვნახეთ რაც იქ მოხდა. ყველაფერი დანგრეულია. ეს ნამდვილად სამწუხარო ამბავია, მაგრამ ჩვენ გასაოგნებელი ჰუმანურობის მაგალითიც ვნახეთ. ადამიანები ერთმანეთს ეხმარებიან,ალაგებენ სახლებს, გასცემენ საკვებს, ერთმანეთს სიყვარულს ჩუქნიან", - აღნიშნა მადონამ კონცერტზე.

მადონას საქველმოქმედო სტრიპტიზის დროს დარბაზიდან სცენაზე ყვავილების ნაცვლად, ფულს ისროდნენ.

მადონამ საქველმოქმედო სტრიპტიზი მოაწყო

მადონამ საქველმოქმედო სტრიპტიზი მოაწყო

მომზადებულია splash news-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება