კირა ნაითლი: "ტოლსტოი ვერ იტანდა ანა კარენინას"

კირა ნაითლი: "ტოლსტოი ვერ იტანდა ანა კარენინას"

ბრიტანელმა მსახიობმა, კირა ნაითლიმ გამოცემა Boston Globe-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ბოლო ნამუშევარზე, "ანა კარენინას" ეკრანიზაციაზე ისაუბრა.

ჟურნალისტთან საუბრისას კირა გამოტყდა, რომ მისთვის საკმაოდ რთული იყო პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება - დღემდე ანა კარენინას როლი ისეთმა დიდებულმა მსახიობებმა შეასრულეს, როგორებიც გრეტა გარბო და ვივიენ ლი იყვნენ.

”ვფიქრობ, სუსტი სქესის წარმომადგენლებს არ სურთ მას გავდნენ, ვინაიდან ამ პერსონაჟის ცხოვრება საკმაოდ ტრაგიკულია. ამასთან, მკითხველები პირდაპირ მოჯადოვებულნი არიან ამ გმირით”, - აღნიშნა მსახიობმა.

მსახიობმა ლევ ტოლსტოის რომანის შესახებ საკუთარი შთაბეჭდილებებზე ისაუბრა. პირველად კირამ ეს წიგნი 20 წლის ასაკში წაიკითხა:

"როდესაც პირველად წავიკითხე ტოლსტოი, ჩავთვალე, რომ ანა აბსოლუტურად უდანაშაულო იყო. მაშინ მეგონა, რომ ეს სიყვარულის დიდებული ისტორია იყო. როდესაც რომანი უკვე გადაღებების წინ გადავიკითხე, გავოცდი: ანას ისტორია ამჯერად საზარელი მეჩვენა, ისევე როგორ თავად ეს პერსონაჟი. კონკრეტული ნაწყვეტების კითხვისას ვფიქრობდი: "ტოლსტოი ვერ იტანდა ანა კარენინას", - განაცხადა მსახიობმა.

მომზადებულია Boston Globe-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება