ჩენინგ ტატუმი პლანეტის ყველაზე სექსუალური მამაკაცია

ჩენინგ ტატუმი პლანეტის ყველაზე სექსუალური მამაკაცია

ბოლო დროს დასავლურ პრესაში ვრცელდებოდა ხმები, რომ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჟურნალი People პლანეტის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად მსახიობ ჩენინგ ტატუმს დაასახელებდა და ასეც მოხდა. 

ვარსკვლავმა გამოცემის ახალი ნომრის გარეკანი დაამშვენა. როგორც ტატუმმა აღნიშნა, თავდაპირველად მას ეგონა, რომ აშაყირებდნენ.

”ჩემს მეუღლეს ჯენას ახალი ამბავი მაშინ შევატყობინე, როდესაც ძაღლებს ვბანდით. თავიდან ვერაფრით დაიჯერა. ახლა სახელის ნაცვლად, ახალი წოდებით მომმართავს”, - განაცხადა ჩენინგ ტატუმმა.

32 წლის ვარსკვალმა მის მეუღლეზე, ჯენა დევან ტატუმზე 2009 წელს იქორწინა.

ჩენინგმა, რომელმაც სტივენ სპილბერგის ახალ ფილმში "სუპერ მაიკი" სტრიპტიზის მოცეკვავის როლი შეასრულა, საპატიო წოდება პლანეტის ექს-სექს სიმბოლოებისგან, ბრედლი კუპერისა და რაიან რეინოლდსისგან მიიღო.

მომზადებულია People-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება