ევროპაში მასობრივი არეულობები დაიწყო

ევროპაში მასობრივი არეულობები დაიწყო

საბიუჯეტო შეკვეცებით გამოწვეულმა უკმაყოფილებამ დუღილის წერტილს მიაღწია და ევროპაში მასობრივი არეულობები დაიწყო. რომში ერთმანეთს პოლიციელები და დემონსტრანტები დაუპირისპირდნენ. პოლიცია მათ დასაშლელად ცრემლსადენ გაზს იყენებდა, ხოლო დემონსტრანტებმა კი მათ საპასუხოდ ქვები დაუშინეს.

პორტუგალიაში, პარლამენტის წინ, შეტაკებაში მოლოტოვის კოქტეილი გამოიყენეს. მადრიდში კი ათასობით დემონსტრანტმა თავისი პროტესტი ქუჩების გადაკეტვით გამოხატა.

მთელი კონტინენტის მასშტაბით გამართული გაფიცვები და დემონსტრაციები "მოქმედების და სოლიდარობის ევროპული დღის" ნაწილია. რამდენიმე ქვეყანაში ასამდე ადამიანი დააკავეს, შეტაკებებმა გამოიწვია გზების ჩაკეტვა, ადგილობრივი სატრანსპორტო მიმოსვლის სპორადული შეჩერება და შეაფერხა საერთაშორისო საჰაერო და სარკინიგზო გადაადგილება. ჯერჯერობით უცნობია, შეცვლის თუ არა გაფიცვები სამთავრობო პოლიტიკასა და ბრიუსელის პოზიციას. ბევრი მონაწილე აცხადებს, რომ ზრდადი უმუშევრობის და ბიუჯეტური შეკვეცების ფონზე მათ ქუჩებში გამოსვლის გარდა სხვა გზა არ აქვთ.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა