მსოფლიოს უმდიდრესი ტელევარსკვლავი ოპრა უინფრი ახალ ბიზნეს-პროექტს იწყებს. 58 წლის ოპრას ამჟამად მიჰყავს ტელე და რადიო გადაცემები, ფლობს ვებ-გვერდს, ჟურნალს, სასტუმროს ჰავაიზე და სკოლას სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.
ახლა კი მას სურს სურსათის მაღაზიების თაროები ორგანული პროდუქტებით გაავსოს, რომლებსაც სამარკო ნიშანი Oprah’s organies გააერთიანებს. ეს იქნება ჯანმრთელობისთვის სასარგებლო საკვები პროდუქტები - გაყინული ბოსტნეული, სალათის ინგრედიენტები, სუფები და ა.შ., ასევე საპონი, კანის მოვლის საშუალებები, შამპუნი და სხვა.
ამ დროისთვის უინფრის ქონება 2,7 მლრდ დოლარად არის შეფასებული. საქმიანობის ახალი სფეროს წყალობით, ბიზნესლედი წელიწადში 150 მლნ დოლარის ოდენობის მოგების მიღებას ვარაუდობს.
მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.