The Beatles-ის შესახებ ახალ ფილმს იღებენ

The Beatles-ის შესახებ ახალ ფილმს იღებენ

კომპანია Apple Corps "ბითლზების" შესახებ დოკუმენტურ ფილმს The Beatles Live!-ს იღებს. ამის შესახებ პროექტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი.

"ბითლზების" იშვიათი საკონცერტო ჩანაწერები ერთ ფირად უნდა გამოვიდეს. დოკუმენტურ ფილმში შევა ფრაგმენტები დღემდე უცნობი ინტევრიუებიდან, ფოტოები და სხვა მასალები, რომელბიც ცნობილ კვარტეტთან რაიმე კავშირშია. ფილმის მთავარი სიურპრიზი ისაა, რომ მის შექმნაში The Beatles-ის თაყვანისმცემლები მიიღებენ მონაწილეობას.

ფილმში გამოყენებული იქნება ჯგუფის ფანების პირად კოლექციაში არსებული უცნობი სამოყვარულო ჩანაწერები, რომლებიც ჯგუფის კონცერტზეა გადაღებული.

ფილმის შემქმნელებს განსაკუთრებით აინტერესებთ მასალები 1963 წლის ოქტომბრიდან 1966 წლის აგვისტომდე. 1966 წლის 28 აგვისტოს The Beatles-მა უკანასკნელი სრულფასოვანი კონცერტი ჩაატარა, რომელიც სან-ფრანცისკოში გაიმართა.

მასალების შეგროვება 15 ნოემბრიდან დაიწყო და წლის ბოლომდე გაგრძელდება. "ბითლზების" ფანებმა, რომლებსაც მათი ექსკლუზიური კადრების მსოფლიოსთვის გაზიარება სურთ, მასალები პროექტის საიტზე უნდა ატვირთონ.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება