ჯენიფერ ენისტონმა ჯასტინ ტერუს "პორშე" აჩუქა

ჯენიფერ ენისტონმა ჯასტინ ტერუს "პორშე" აჩუქა

ჯენიფერ ენისტონის საქმროს, ჯასტინ ტერუს ძველი მოტოციკლით სიარული აღარ მოუწევს. საყვარელმა ქალმა მას ლუქს-კლასის ავტომობილი "პორშე" აჩუქა.

მუქი ნაცრისფერი Prosche Panamera დაახლოებით 100 000 დოლარი ღირს. პაპარაცებმა წყვილი მაშინ შეამჩნიეს, როდესაც ჯასტინი მის ახალ ”სათამაშოს” ტესტავდა.

როგორც დასავლურ პრესაში წერენ, ჯენიფერი ყველანაირად ანებივრებს საქმროს, ხოლო ეს მოულოდნელი საჩუქარი ერთგვარი მადლობა იყო იმისთვის, რომ ჯასტინმა, როგორც იქნა, ხელი სთხოვა მას.

მეორეს მხრივ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ენისტონი პირად ცხოვრებაში არსებული პრობლემების გადაწყვეტას სწორედ ძვირადღირებული საჩუქრებით ცდილობს. ის და ტერუ გამუდმებით ჩხუბობენ. ჯენიფერს არ უნდა ამჯერადაც დაკარგოს საყვარელი მამაკაცი და მისი კოლეგის და ამავდროულად მტრის, ანჯელინა ჯოლის დასაცინი გახდეს.

სწორედ ამიტომ, მსახიობი საქმროს შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებს.

ჯენიფერ ენისტონმა ჯასტინ ტერუს ავტომობილი აჩუქა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

ასევე იხილეთ: ჯენიფერ ენისტონი სარეკლამო რგოლისთვის "დააორსულეს"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება