ვარსკვლავები და მათი სტილისტები

ვარსკვლავები და მათი სტილისტები

იმისათვის, რომ წითელ ხალიჩაზე ვარსკვლავები ბრწყინვალედ გამოიყურებოდნენ, უამრავი ადამიანი დღე და ღამე მუშაობს. გავლენიანმა გამოცემამ The Hollywood Reporter ვარსკვლავები სტილისტებთან ერთად გადაიღო.

ჟურნალის სპეციალური გამოშვების ფურცლებზე გამოჩნდნენ სარა ჯესიკა პარკერი, კრისტენ სტუარტი, ამანდა სეიფრიდი, დრიუ ბერიმორი და მათი იმიჯმეიკერები და სტილისტები. ცნობილმა ადამიანებმა მადლობა გადაუხადეს  სტილისტებს, რომლებსაც მეგობრებად თვლიან, იმისთვის, რომ თავდაუზოგავად შრომობენ, რათა წითელ ხალიჩაზე თვალისმომჭრელად გამოიყურებოდნენ.

ამანდა სეიფრიდი ჯენი ჩოს შესახებ:

”მხოლოდ ჯენის შეუძლია ჩემს თმებს მიეკაროს. შემიძლია მისი იმედი მქონდეს და ამასთან, არა მხოლოდ როგორც სტილისტის, არამედ როგორც კარგი მეგობრის. ვიცი, რომ ჩემი თმა ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოიყურება. ყველას არ გამოსდის ისეთი ვარცხნილობა, როგორიც მას”.

კრისტენ სტუარტი ადირ აბერგელის შესახებ:

”ჩვენ ერთმანეთს საუკუნეა ვიცნობთ. ჩემი თმები უბრალოდ ადირს ეკუთვნის”.

დრიუ ბერიმორი ტრეისი კანინგემის შესახებ:

”ტრეისი კანის ფერსა და ფერის დიაპაზონს მსოფლიოში ყველაზე კარგად არჩევს”.

სარა ჯესიკა პარკერი ლესლის შესახებ:

”მას ყოველთვის გამარჯვება სურს!”

და ლესლი ლოპესი სარა ჯესიკა პარკესის იმიჯს შესახებ:

”ყოველ ჯერზე, როდესაც სარასთან ვმუშაობ, მიჩნდება შეგრძნება, რომ სილამაზის კონკურსთან მაქვს საქმე”.

დიანა არგონი ჯორჯი ეისდელის შესახებ:

”ჯორჯისგან უამრავი რამ "შევისრუტე": სწორი პოზა, მხიარული სახე. შემიძლია თამამად დავიძინო გვიან, ვინაიდან ვიცი, რომ ჯორჯი ნამდვილ სასწაულებს ახდენს”.

მომზადებულია The Hollywood Reporter-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება