აჩი ფურცელაძის არაჩვეულებრივი "ბლუზი"

აჩი ფურცელაძის არაჩვეულებრივი "ბლუზი"

16 ნოემბერს რუსულ Voice-ში მონაწილეების შერკინების პირველი ეტაპი გაიმართა. მომღერალმა პელაგეამ თავისი გუნდის წევრები - აჩი ფურცელაძე და აქსანა პეტროვა შეაჯიბრა ერთმანეთს. მათ დუეტში სიმღერა "Мой друг играет блюз" შეასრულეს. დუეტი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, ორივე მათგანმა არაჩვეულებრივად გაართვა თავი დავალებას, თუმცა პელაგეამ არჩევანი აჩი ფურცელაძეზე შეაჩერა.

აჩიმ საუკეთესო შეფასებები დაიმსახურა პროექტის დანარჩენი მწვრთნელებისგანაც. დიმა ბილანმა და ლეონიდ აგუტინმა საქებარი სიტყვები არ დაიშურეს.

"აჩი ნამდვილად ჩემი ადამიანია. ძალიან, ძალიან მინდოდა ის ჩემს გუნდში ყოფილიყო, მაგრამ პელაგეამ წამართვა. რა თქმა უნდა, მე მას ვუჭერ მხარს", - აღნიშნა აგუტინმა.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება