ეგვიპტის ტრანსპორტის მინისტრმა, მუჰამედ რიშად ალ-მატინიმ ასიუტის პროვინციაში მომხდარი ტრაგედიის გამო, თანამდებობა დატოვა.
უცხოური მედიის ცნობით, შესაბამისი განცხადებით მან უკვე მიმართა ქვეყნის პრეზიდენტს. თანამდებობიდან გადადგომაზე განაცხადა, აგრეთვე, სარკინიგზო ორგანიზაციის ხელმძღვანელმაც.
დღეს დილით ეგვიპტის პროვინცია ასიუტში მატარებელი და ბავშვებით სავსე ავტობუსი ერთამენთს შეეჯახა.
წინასწარი მონაცმებით, დაიღუპა 50-მდე ბავშვი, რომელთა ასაკი 4-დან 6-წლამდე იყო. რამდენიმე კი მძიმედ დაშავდა.
იხილეთ ვიდეო: საშინელ ავტოკატასტროფას ეგვიპტეში 47 ბავშვი ემსხვერპლა