ნანი ბრეგვაძე რუსეთში ქართული ხელოვნების ფესტივალს გახსნის

ნანი ბრეგვაძე რუსეთში ქართული ხელოვნების ფესტივალს გახსნის

სანკტ-პეტრბურგში ქართული ხელოვნების ფესტივალი ჩატარდება. ღონისძიებების კვირეულს ანსამბლ "ქართული ხმებისა" და ნანი ბრეგვაძის კონცერტი გახსნის.

სანკტ-პეტერბურგის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის განცხადებით, 28 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე ქალაქი ქართული კინოს ფესტივალსაც უმასპინძლებს. კინოჩვენებები კინოცენტრ "როდინაში" მოეწყობა. პროგრამაშია როგორც მუნჯური მოკლემეტრაჟიანი, ასევე ლეგენდარული და თანამედროვე ფილმები. მაყურებელი იხილავს სერგო ფარაჯანოვის, გიორგი შენგელაიას, ირაკლი კვინიკაძისა და ნანია ჯორჯაძის ფილმებს.

ფესტივალის ორგანიზატორთა განცხადებით, ღონისძიების მიზანია ქართულ-რუსული ურთიერთობების განვითარების ახალ ეტაპზე ხალხთა შორის სულიერი კავშირი გააღრმავოს. ორგანიზატორთა თქმით, ქართული ხელოვნების ფესტივალი რუსეთში ყოველწლიური გახდება.

მომზადებულია www.baltinfo.ru-ს მიხედვით.

ასევე იხილეთ: ნანი ბრეგვაძემ რუსეთში ალა ბაიანოვასადმი მიძღვნილ კონცერტზე იმღერა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება