რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრში ბრუნდება

რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრში ბრუნდება

რეჟისორი რობერტ სტურუა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში ბრუნდება. ამის შესახებ რეჟისორი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში", საკუთარ გვერდზე წერს.

"გადავწყვიტე! მოვდივარ! თეატრი არც უფერული მსახიობის ზალიკოს (ჩიქობავას) კუთვნილებაა, არც - ოლივერის და არც პატარა ტკიპების, მმართველმა როგორც მურმანივით შეასია თეატრს. მოვდივარ! ეს თეატრი ილიას, აკაკის, იაკობის დაარსებულია და კოტეს ვნებები, ახმეტელის სისხლი, დოდოს თეატრალობა, მიშას ერთგულება მაიძულებს, ამ უზურპატორებს გავუსწორდე. ვინ არიან ეს პუკები ან გაზარმაცებული მსახიობები - თამაში რომ აღარ უნდათ, უბრალოდ ეშინიათ. ან იმ რეჟისორების სიამაყე, ლონდონის 40 წლის წინ დადგმულ სპექტაკლს ქართულ თეატრში უნიჭოდ რომ იმეორებენ. ამიტომ მოვდივარ! ამ თეატრში მეც ვმუშაობდი და ჩემი ვალია, არ მივატოვო ჩემი სახლი, სადაც 50 წელი გავატარე. ხოლო იმ ვითომ ინტელექტუალურ რაჟისორებზე მეტი ნამდვილად წამიკითხავს. ერთი წიგნით მეტი მაინც. და იმ ნიჭიერ მსახიობებს, ვისაც ხელფასი ბევრად დაბალია, ვიდრე - უნიჭო არტისტების, ნამდვილად ვუშველი. ბოლოს და ბოლოს, ეს რუსთაველის თეატრია! ქართველების ერთადერთი თეატრი, სამწუხაროდ... მოვდივარ!", - წერს სტურუა.

რობერტ სტურუა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობიდან, ქსენოფობიური განცხადებების მოტივით, კულტურის მაშინდელი მინისტრის, ნიკა რურუას ბრძანებით გაათავისუფლეს. ბრძანებას ნიკა რურუამ 2011 წლის 15 აგვისტოს მოაწერა ხელი.

"ინტერპრესნიუსი"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება