მარკ ენტონი პირველ ცოლს თვეში 16 500 დოლარს უხდის

მარკ ენტონი პირველ ცოლს თვეში 16 500 დოლარს უხდის

მომღერალი მარკ ენტონი პირველ მეუღლეს, მსახიობსა და ყოფილ "მის სამყაროს" დაიანა ტორესს ალიმენტის სახით თვეში 16 500 დოლარს უხდის. ენტონსა და დაიანას ორი საერთო შვილი ჰყავთ. ალიმენტიდან 3 500 დოლარი დაიანას ეკუთვნის, ხოლო 13 000 დოლარი შვილებზე ნაწილდება. დომინიკის რესპუბლიკის სასამართლომ მარკ ენტონს ალიმენტის გადახდა 2004 წელს დააკისრა. პრესისთვის თანხის ოდენობა დღემდე უცნობი იყო.

დაიანა და ენტონი 2000 წელს ლას-ვეგასში დაქორწინდნენ. 2001 წელს კრისტიანი შეეძინათ, ხოლო 2003 წელს - რაიანი. წყვილს ქორწინებაში პრობლემები ჰქონდა, 2004 წელს დაიანამ ქმართან განქორწინების საკითხზე სასამართლოს მიმართა.

დაიანასთან დაშორების შემდეგ რამდენიმე კვირაში ენტონი დიდი ხნის მეგობართან, მომღერალ ჯენიფერ ლოპესთან პაემანზე შენიშნეს. პირველ ცოლთან დაშორებიდან 5 თვეში კი ჯენიფერმა და ენტონმა იქორწინეს.

2008 წელს წყვილს ტყუპები - ემი და მაქსიმილიანი შეეძინათ. ვარსკვლავური წყვილი ერთმანეთს 2011 წელს დაშორდა.

ამჟამად მარკ ენტონს ახალი საყვარელი, ვენესუელელი მოდელი შენონ დე ლიმა ჰყავს. ჯენიფერი კი მოცეკვავე კასპერ სმარტს ხვდება. რაც შეეხება დაიანას, მეუღლესთან დაშორების შემდეგ ტელესერიალის - "გაქცევა" (Prison Break) ვარსკვლავს, მსახიობ ამორი ნოლასკოს ხვდებოდა.

მომზადებულია tmz.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება