ჯასტინ ბიბერი კვლავ "წლის მომღერალი" გახდა

ჯასტინ ბიბერი კვლავ "წლის მომღერალი" გახდა

მომღერალმა ჯასტინ ბიბერმა American Music Awards-ის პრემია ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში - "წლის მომღერალი" მოიპოვა. გარდა ამისა, თვრამეტი წლის კანადელი დააჯილდოვეს, როგორც  პოპ და როკ მუსიკის საუკეთესო მამაკაცი შემსრულებელი. ამ ჯილდოს ქალის ნომინაციაში ამერიკელმა კეტი პერიმ გაიმარჯვა.

სიტყვით გამოსვლისას ბიბერი ყველა მის "მოძულეს" მიესალმა, რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ მისი პოპულარობა ერთ ან ორ წელზე მეტხანს არ გასტანდა და დასძინა, რომ იგი "აქ დიდი ხნითაა". ბიბერი "წლის მომღერალი" პირველად არ ხდება: 2010 წელს იგი ყველაზე ახალგაზრდა მომღერალი გახდა, რომელმაც ეს პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა.

ცერემონიალზე, რომელიც ლოს-ანჯელესში კვირას გაიმართა, საუკეთესო დამწყებ მომღერლად ბიბერის თანამემამულე კარლი რეი ჯეპსენი, საუკეთესო ჰიპ-ჰოპ-ის შემსრულებლად კი აშერი და ნიკი მინაჟი დაასახელეს. კატეგორიაში ქანთრი ლიუკ ბრაიანმა და ტეილორ სვიფტმა გაიმარჯვეს. ალტერნატიული მუსიკის საუკეთესო შემსრულებლად ჯგუფი Linkin Park-ი აღიარეს. კატეგორიაში - ელექტრონული საცეკვაო მუსიკა, ჯილდო დევიდ გუეტამ მოიპოვა.

პრემია American Music Awards 1973 წლიდან გაიცემა. ნომინანტებს ალბომების გაყიდვებისა და ეთერში ნამუშევრების როტაციით არჩევენ, ხოლო გამარჯვებულებს ონლაინ-არჩევნების მეშვეობით გულშემატკივრები ირჩევენ.

მომზადებულია Associated Press-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება