თაკო გაჩეჩილაძე: "ია ფარულავას აუცილებლად ვუჩივლებ"

თაკო გაჩეჩილაძე: "ია ფარულავას აუცილებლად ვუჩივლებ"

პროექტი "ცეკვავენ ვარსკვლავები" ნამდვილ რინგად გადაიქცა. ჟიურის წევრმა ია ფარულავამ თაკო გაჩეჩილაძეს ცეკვისას "რობოტი დაუნი" უწოდა.

ინციდენტი 5 ნოემბერს რუსთაველის თეატრის კულისებში განახლდა და შოუში კვლავ გაგრძელდა. "დაუნი რობოტების" გახმაურებული თემის შემდეგ, რის გამოც ორივემ საჯაროდ მოიხადა ბოდიში, დაპირისპირება მწვავე ფაზაში შევიდა. თაკო გაჩეჩილაძე ამბობს, რომ ფარულავა მას გასახდელში შეუვარდა და გინება დაუწყო. მოგვიანებით გაჩეჩილაძემ "ფეისბუკის" გვერდზე მომხდარის შესახებ დაწვრილებით დაწერა. საპასუხოდ ფარულავამ გაჩეჩილაძეს ურჩია, ფსიქიატრს მიმართოს: "ერთ გოგოს დახმარება სჭირდება. საჯაროდ ვუდებ ჩემი მეგობრის, უმაგრესი ფსიქიატრის ნომერს. დამიჯერე, რომ გჭირდება დახმარება, მერე მადლობას მეტყვი". ამის საპასუხოდ გაჩეჩილაძემ ასევე სოცილურ ქსელში დაწერა, რომ სასამართლოში აპირებს ჩივილს.

მივა თუ არა საქმე სასამართლომდე, ამის გასარკვევად "კვირის პალიტრა" ია ფარულავას დაუკავშირდა: "თაკო ჩივილს აღარ აპირებს. ის უბრალოდ გაუწონასწორებელი ადამიანია და ამიტომ ახსენა სასამართლო. ან რა მიზეზით უნდა მიჩივლოს? მე მყავს მოწმეები, რომლებმაც კარგად დაინახეს, რომ შეურაცხყოფა პირველად მან მომაყენა.".

თაკო გაჩეჩილაძე: - ვერ გამიგია, რას მერჩის, გიჟია ალბათ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება