ლინდსი ლოჰანს დასთან ურთიერთობა არ სურს

ლინდსი ლოჰანს დასთან ურთიერთობა არ სურს

სკანდალურმა მსახიობმა, ლინდსი ლოჰანმა სულ ცოტა ხნის წინ გაიგო, რომ ნახევარდა ჰყავს. 17 წლის ეშლი ლინდსის მამის, მაიკლ ლოჰანის ქალიშვილია, რაც ცოტა ხნის წინ დნმ-ის ტესტმა დაადასტურა. მიუხედავად ამისა, ვარსკვლავს მაინც არ სურს დასთან ურთიერთობა.

ლინდსი ფიქრობს, რომ ეშლის გამოჩენის ფაქტი "ამაზრზენია", ვინაიდან მაშინ, როდესაც ეს გოგონა ჩაისახა, მაიკლი ჯერ კიდევ დედამისზე, დინა ლოჰანზე იყო დაქორწინებული. შესაბამისად, ეს ბავშვი "ღალატის ნაყოფია".

"სამწუხაროა, რომ ლინდსის ასეთი რეაქცია აქვს. მე შევხვდი ეშლის, ის არაჩვეულებრივი ბავშვია. ჩვენ ყველა ვაკეთებთ არჩევანს ცხოვრებაში. იმედი მაქვს, დროთა განმავლობაში ყველაფერი შეიცვლება. რაც არ უნდა იყოს, ყველა ჩემს შვილს ბედნიერებას ვუსურვებ", -განაცხადა მაიკლ ლოჰანმა.

ლინდსი იმდენად გააბრაზა ამ ახალმა ამბავმა, რომ მან მამამისთანაც შეწყვიტა ურთიერთობა. 

მომზადებულია showbizspy.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება