რობ შნაიდერი კიდევ ერთხელ გახდა მამა. მსახიობს და მის მეუღლეს პატრიციას, ქალიშვილი, მირანდა სკარლეტი შეეძინათ. ეს წყვილისთვის უკვე მეორე შვილია. 49 წლის მსახიობმა ამის შესახებ თაყვანისმცემლებს მიკრობლოგ "ტვიტერის" მეშვეობით აცნობა.
"მადლობა ყველას მოლოცვისა და კეთილი სურვილებისთვის, მაგრამ ჩემი სურვილია, რომ ამ საავადმყოფოში ბარი იყოს, სადაც მამიკოებისთვის სამედიცინო მარიხუანა ექნებათ", - დაწერა მსახიობმა "ტვიტერზე".
როგორც გამოცემა people იტყობინება, მსახიობის ქალიშვილი და მეუღლე თავს კარგად გრძნობენ. ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა და 2კგ-ს იწონის.
მომზადებულია people-ის მიხედვით.